Fitch-მა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის გაზარდა

Fitch-მა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის გაზარდა. ამას კი საფუძვლად დაედო გაზრდილი შიდა მოთხოვნა ცალკეულ ინდუსტრიებში და მოლოდინები კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით.

შედეგად, Fitch-ი ახლა ელოდება, რომ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წლისთვის 8%-მდე გაიზარდება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზით (სექტემბრის) ის 7.7% იყო.

სარეიტინგო კომპანიის ანალიტიკოსები მიუთითებენ იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე თვის მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთში მოხმარების დონე მნიშვნელოვნად აღდგა, განსაკუთრებით კვებით ინდუსტრიაში, ასევე აღდგა სოციალური თავშეყრები, რაც პირდაპირ არის კავშირში ამ ინდუსტრიასთან.

გარდა ამისა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ჩინეთის გარდა, ზოგადად მომავალი წლის მეორე ნახევრიდან გლობალური ეკონომიკური გარემოც გაუმჯობესდება და ამის მიზეზი იქნება მოსახლეობის ცალკეული ნაწილის ვაქცინაცია. სარეიტინგო კომპანია განახლებული პროგნოზით მოელის, რომ წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 3.7%-ით შემცირდება, რაც მცირედით უკეთესია წინა პროგნოზთან შედარებით, როდესაც 4.4%-იან კლებას ელოდნენ. ამასთან, Fitch-ის მიხედვით, მომავალი წლისთვის მსოფლიო მშპ 5.3%-მდე გაიზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *