Imdb 2020 წლის ტოპ-10 ტელესერიალს აქვეყნებს

Imdb 2020 წლის ტოპ-10 ტელესერიალს აქვეყნებს

Imdb 2020 წლის ტოპ-10 ტელესერიალს აქვეყნებს. ათეულში სწორედ ის სერიალები შედის, რომლებიც ყველაზე ხშირად იყო პოპულარული Imdb-ის მომხმარებლებს შორის მიმდინარე წელს. რეიტინგი შეადგინეს ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, როგორც ვებ-დან, ასევე მობილურით შესული მომხმარებლების მიხედვით. უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა თვეში 200 მილიონს აჭარბებდა.

მაშ ასე, ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

“ბიჭები“/The Boys

აღნიშნული ტელესერიალის ნახვებმა რეკორდი მოხსნა სექტემბრის დასაწყისში, მაშინ როდესაც მისი მეორე სეზონი გამოვიდა. 2020 წელზე რომ არ ვისაუბროთ, ეს სერიალი IMDb-ის ყველაზე ნახვადი სერიალების ოცეულში შევიდა. „ბიჭების“ პირველი სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგა.

“ქაღალდის სახლი“/Money Heist

“ქაღალდის სახლის“ მეოთხე სეზონმა რეიტინგები მოხსნა. ეს სერიალი IMDb-ზე ექვსი კვირის განმავლობაში ტოპ ათეულის სათავეში იყო ნახვებით. ცნობისთვის, აღნიშნული სერიალი საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოშიც. ეს ესპანური კრიმინალური დრამაა.

“ბნელი“/Dark

Netflix-ის ეს პოპულარული სერიალი 2020 წელსაც აგრძელებს აღმასვლას. გერმანული ტელესერიალის მესამე და ბოლო სეზონებმა მაყურებლებისთვის ერთგვარი აჟიოტაჟიც გამოიწვია.

“ოზარკი“/Ozark

ამ ამერიკული სერიალის მესამე სეზონი საკმაოდ დიდი გამოხმაურებით და მოულოდნელობებით დასრულდა. ტელესერიალის მომდევნო სეზონის გამოსვლა 2021 წელს იგეგმება. მოსალოდნელია 14 ახალი ეპიზოდის გამოსვლა.

“მანდალორელი“/The Mandalorian

მიმდინარე წელს ეს სერიალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო, რომლის მეორე სეზონმაც მაყურებლების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია როდის იქნება მესამე სეზონის პრემიერა.

“ლაზიერის გამბიტი“/ The Queen’s Gambit

ამ სერიალმა Netflix-ზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. მინისერიალი, რომელიც ჭადრაკის თამაშზეა, გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ჭადრაკის მიმართ დაინტერესებაც კი გაიზარდა.

“აკადემია ამბრელა“/ The Umbrella Academy

ეს სერიალი არის კომიქსების წიგნზე დაყრდნობით შექმნილი. სერიალის მეორე სეზონს უყურებდა ამ წლის განმავლობაში მაყურებელი. ხოლო როდის იქნება მესამე სეზონი, ჯერ უცნობია.

“ველური დასავლეთის სამყარო“/Westworld

ეს სერიალი ამერიკული მისტიკური ჟანრის ვესტერნია, რომელიც კვლავ დაუბრუნდა ამ წელსაც ტოპ ათეულის სიას. წინა სეზონებიც მუდმივად ყველაზე ყურებადი სერიალების სიაში ხვდებოდა. მიმდინარე წელს HBO-მ განაახლა მეოთხე სეზონის სერიები, თუმცა, ჯერ უცნობია, როდის შედგება პრემიერა.

‘მხედვარი“/The Witcher

ეს სერიალი პოლონურ-ამერიკული სათავგადასავლო ფენტეზია, მაყურებელი ახალ სერიებს, როგორც მოსალოდნელია 2021 წლისთვის იხილავს.

“გვირგვინი“/The Crown

ეს არის ისტორიული დრამა, რომელიც დედოფალ ელისაბეთ მეორის ცხოვრებას ეძღვნება, მოიცავს მარგარეტ ტეტჩერის პერიოდსაც.  w on Netflix

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *