სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 4 ქართული ბანკის შეფასება განაახლა. კერძოდ, სააგენტომ “საქართველოს ბანკის” და “თიბისი ბანკის” გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDRs) “BB-“ დონეზე დაადასტურა, ხოლო პროგნოზი კი “პოზიტიურიდან“ “სტაბილურამდე” შეცვალა.
სააგენტომ “ლიბერთი ბანკის” გრძელვადიანი რეიტინგი „B+” დონეზე, ხოლო „პროკრედიტ ბანკის“ კი “BB+” დონეზე, პროგნოზით „სტაბილური“ დაადასტურა.
TBC-სა და BOG-სთვის პროგნოზის გაუარესების მიზეზად, Fitch იმ მნიშვნელოვან რისკებს ასახელებს, რომელიც სესხების სწრაფ ზრდას და დაკრედიტებაში უცხოური ვალურის წილს ეხება.
Fitch-ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ქართული ბანკებისადმი და პროგნოზი შემდეგნაირია:
- პროკრედიტ ბანკი: BB+; სტაბილური
- ქართუ: B; სტაბილური
- ბაზისბანკი: B+; სტაბილური
- ხალიკ ბანკი: BB-; პოზიტიური
- ლიბერთი ბანკი: B+; სტაბილური
- საქართველოს ბანკი: BB-; სტაბილური
- TBC: BB-; სტაბილური
ბანკების საკრედიტო რეიტინგები მათ ფინანსურ მდგრადოაბსთან ერთად, დაკავშირებულია როგორც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან, ასევე მათი მფლობელი კომპანიის რეიტინგთან.
Fitch საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს, სადაც ყველაზე უარყოფითი შეფასებაა D, ხოლო მაქსიმალური კი AAA. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, ის შეიძლება იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური.