Fitch-მა საქართველო რეიტინგი გააუმჯობესა

Fitch-მა საქართველო რეიტინგი გააუმჯობესა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის  გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი BB- დონეზე განსაზღვრა.

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა, რაც 2016 წელთან შედარებით (2.8%) დიდი ზრდაა.

მიმდინარე წელს Fitch საქართველოს ეკონომიკის 4.6%-ით გაზრდას ელოდება, 2019 წელს კი 4.9%-ით.

რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად Fitch ხელსაყრელ საგარეო ფაქტორებს და გაზრდილ შიდა მოთხოვნას ასახელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ შიდა მოთხოვნის ზრდა უმეტესად მთავრობის მიერ კაპიტალური ხარჯების ზრდამ გამოიწვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.