კვლევითმა ორგანიზაცია Fitch Solutions-მა სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მსოფლიო ბრინჯის გლობალური დეფიციტის საფრთხის წინაშეა.
„ბრინჯის ფასი ამჟამად ათწლიან მაქსიმუმზეა და, სავარაუდოდ, მომავალში ვითარება კიდევ უფრო მეტად გაუარესდება. დეფიციტი საკმაოდ მარტივი მიზეზებითაა განპირობებული: ეს რუსეთ-უკრაინის ომი და აზიის რეგიონში არსებული უამინდობაა“, – აცხადებს Fitch-ის ანალიტიკოსი, ჩარლზ ჰარტი.
მისი განმარტებით, ჩინეთსა და პაკისტანში არსებულმა გვალვიანმა და შემდეგ კოკისპირული წვიმების სეზონმა ბრინჯის პლანტაციები დააზიანა, რაც მიწოდების შეფერხებას იწვევს.
აზიის რეგიონში ბრინჯი ყველაზე მოთხოვნადი საქონელია, რომლის შეუფერხებელ მიწოდებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებზე.
2019 წელთან შედარებით ბირჟაზე ბრინჯის ფასი თითქმის 55%-ითაა გაზრდილი და Fitch-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში საქონლის გაძვირების პროცესი გაგრძელდება.