Fitch Ratings საპარტნიორო ფონდს აფასებს

Fitch Ratings საპარტნიორო ფონდს აფასებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საპარტნიორო ფონდს ‘BB-‘ სტაბილური პროგნოზით შეუნარჩუნა. ფონდის რეიტინგი გათანაბრებულია სახელმწიფოს რეიტინგთან. 

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ფონდი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და განვითარების გეგმაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სააგენტო თავის პრეს-რელიზში წერს, რომ ფონდის მანდატი ქვეყანაში კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურული კორპორაციების ზედამხედველობაა.  

საპარტნიორო ფონდი ფლობს “საქართველოს რკინიგზის”, “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის,” “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” აქციებს. 

Fitch საპარტნიორო ფონდს სტარტეგიულად მნიშვნელოვან ორგანოდ აფასებს და აღნიშნავს, რომ მთავრობა მას დაფინანსიბის მექანიზმად იყენებს, რომელმაც ეკონომიკაში ინვესტიციების სტიმულირება უნდა მოახდინოს. 

“გვჯერა, რომ ფონდის სტარტეგიული როლი ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ სექტორებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში არ შეიცვლება”, – აღნიშნავს Fitch. 

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდს ფისკალური რისკის ერთ-ერთ წყაროდ ასახელებს IMF. როგორც IMF-ის ანგარიშშია აღნიშნული, სავალუტო ფონდის პროგრამა ზღუდავს საპარტნიორო ფონდის ახალ სესხებს და გარკვეულ ზღვარს უწესებს მის ფულად დეფიციტს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიც (PPA) სახელმწიფოს ფისკალურ რისკებს შორის დაასახელა. 

Fitch აღნიშნავს, რომ 2018-2020 წლებში საპარტნიორო ფონდისთვის “ვალის დაფარვის პერიოდის პიკი” იქნება. “ამას დივიდენდების შემოდინება დასჭირდება, რაც შესაძლოა რთულად მისაღწევი გახდეს”, – აღნიშნავს Fitch და ამის მიზეზად ფონდის შვილობილი კომპანიბის დაბალ მომგებიანობას ასახელებს

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.