Fitch საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების საბანკო სისტემას აფასებს

Fitch საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების საბანკო სისტემას აფასებს

სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების საბანკო სისტემას აფასებს.

პროგნოზი „სტაბილურია“ საქართველოსთვის, სომხეთისთვის, უკრაინისთვის, უზბეკეთისთვის და რუსეთისთვის. აღნიშნული ქვეყნების საბანკო სისტემაში Fitch მომავალ წელს მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის.

სააგენტომ სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეცვალა საბანკო სექტორის პროგნოზი ბელარუსისთვის და ყაზახეთისთვის. პროგნოზი კვლავ ნეგატიურია აზერბაიჯანისთვის.

სააგენტო წერს, რომ რეგიონის ქვეყნებში ეროვნული ვალუტების დასტაბილურებისა და ასევე ნავთბის ფასის სტაბილურობის ფონზე, ეკონომიკური ვითარება ბანკებს უკეთესად განვითარების საშულებას მისცემს. ამასთან,  Fitch მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ელის რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში.  ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ელოდება სააგენტო საქართველოსა და სომხეთში, თუმცა აღნიშნავს რომ ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ ჯანსაღი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.