Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების იმ უმდიდრესი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც ქონება საკუთარი ძალისხმევით დააგროვეს. მათი ქონების წმინდა ღირებულება, საერთო ჯამში, დაახლოებით 111 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 6%-ით დაბალი მაჩვენებელია. გამოცემის განცხადებით, ეს დიდწილად გაზაფხულზე საფონდო ბირჟაზე ფასების ვარდნამ განაპირობა.
Forbes-ის სიაში შემავალი 100 უმდიდრესი თვითშემდგარი ქალიდან 38-ის ქონება 2021 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ჩამონათვალის 51 წარმომადგენელი ახლა უფრო მდიდარია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის შვიდი Forbes-ის რეიტინგში წელს პირველად მოხვდა, ასევე შვიდი, პაუზის შემდეგ, ჩამონათვალს კვლავ დაუბრუნდა. ახალ სახეებს შორის არიან კინოვარსკვლავი სანდრა ბალოკი, „Shark Tank“-ის ჟიურის წევრი ემა გრედი და Daily Harvest-ის დამფუძნებელი რეიჩელ დრორი.
წარმოგიდგენთ Forbes-ის 2022 წლის რეიტინგის 11 უმდიდრეს თვითშემდგარ ქალს ამერიკის შეერთებული შტატებიდან:
დაიან ჰენდრიკსი
ქონება: $12.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: გადასახური მასალები
შტატი: ვისკონსინი
ჯუდი ფოლკნერი
ქონება: $6.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ჯანდაცვის პროგრამული უზრუნველყოფა
შტატი: ვისკონსინი
ჯუდი ლავი
ქონება: $5.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: საცალო ვაჭრობა; ბენზინგასამართი სადგურები
შტატი: ოკლაჰომა
ჯონელ ჰანტი
ქონება: $4.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ავტოტრანსპორტით გადატანის მომსახურება
შტატი: არკანზასი
მარიან ილიჩი
ქონება: $4.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Little Caesars Pizza
შტატი: მიჩიგანი
თაი ლი
ქონება: $4.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: IT პროვაიდერი
შტატი: ტეხასი
გაილ მილერი
ქონება: $4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მანქანების დილერი
შტატი: იუტა
ლინდა რესნიკი
ქონება: $4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: აგრიკულტურა
შტატი: კალიფორნია
მეგ უიტმენი
ქონება: $3.1 მილიარდი
წყარო: eBay
შტატი: კალიფორნია
ერენ ოზმენი
ქონება: $2.6 მილიარდი
წყარო: აეროკოსმოსური კომპანია
შტატი: ნევადა
ოპრა უინფრი
ქონება: $2.6 მილიარდი
წყარო: ტელეშოუები
შტატი: კალიფორნია