2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე

წლევანდელ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი სიახლე ვიხილეთ. ტურნირის 96-წლიან ისტორიაში პირველად მასში 48 გუნდი მიიღო მონაწილეობა. ეს ასევე პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც სამ ქვეყანაში (აშშ, კანადა და მექსიკა), რეკორდულ 16 ქალაქში გაიმართა.

ასევე, ეს იყო პირველი ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღო ფეხბურთელმა $2-მილიარდიანი კარიერული შემოსავლით: კრიშტიანუ რონალდუმ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 41 წლის კაპიტანმა.

FIFA-მ ცოტა ხნის წინ ნიუ-ჯერსის MetLife-ის სტადიონზე 19 ივლისის ფინალის ბილეთი რეკორდულ $32,970-ად გამოიტანა. ფინალის ბილეთის ეს ფასი წინა რეკორდულის სამმაგ ფასზე ოდნავ ნაკლებია.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებსაც კი შეიძლება კარგად დაფიქრება მოუწიოთ მეორად ბაზარზე ბილეთების შეძენისას — აპრილში, FIFA-ს გადაყიდვის საიტზე ფინალზე დასწრების ოთხი ადგილიდან თითოეული $2.3 მილიონზე ოდნავ ნაკლები ღირდა (სექცია 124, რიგი 45, ადგილები 33-36).

ქვემოთ გაეცნობით 11 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს, რომლებიც მონაწილეობდნენ 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე:

#ფეხბურთელიეროვნებაასაკისულ შემოსავალიმოედანზემოედნის გარეთ
1კრიშტიანუ რონალდუპორტუგალია41$300 მლნ$235 მლნ$65 მლნ
2ლიონელ მესიარგენტინა38$140 მლნ$70 მლნ$70 მლნ
3კილიან მბაპესაფრანგეთი27$95 მლნ$70 მლნ$25 მლნ
4ერლინგ ჰალანდინორვეგია25$80 მლნ$60 მლნ$20 მლნ
5ვინისიუს უმცროსიბრაზილია25$60 მლნ$40 მლნ$20 მლნ
6მოჰამედ სალაჰიეგვიპტე34$55 მლნ$35 მლნ$20 მლნ
7სადიო მანესენეგალი34$54 მლნ$50 მლნ$4 მლნ
8ჯუდ ბელინგემიინგლისი22$44 მლნ$29 მლნ$15 მლნ
9ლამინ იამალიესპანეთი18$43 მლნ$33 მლნ$10 მლნ
10ჰარი კეინიინგლისი32$41 მლნ$29 მლნ$12 მლნ
11ნეიმარიბრაზილია34$38 მლნ$10 მლნ$28 მლნ
Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი