29 მარტს Forbes Georgia – 2025 წლის ქალთა კონფერენციას უმასპინძლებს. Forbes Women Conference 2025 ლიდერი ქალების გაძლიერებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას მიეძღვნება. ღონისძიება ერთ სივრცეში მოუყრის თავს წარმატებულ ქალებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.
კონფერენციის მიზანი იმ ქალების წარმოჩენაა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების სათავეში დგანან. ისინი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, შთამაგონებელ ისტორიებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ.
ღონისძიება Publica-ს საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება და 19:00 საათზე გაიხსნება. უშუალოდ კონფერენცია ორ სცენას მოიცავს: PechaKucha Night Stage და Forbes Women Stage.
PechaKucha პრეზენტაციის ცნობილი ფორმატია, რომელიც უმეტესად სურათებზე ორიენტირებულ, დინამიკურ თხრობას გულისხმობს. PechaKucha-ს ფარგლებში ანტრეპრენიორი ქალები ისაუბრებენ საკუთარი ბიზნესისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
მეორე სცენა Forbes Women-ის პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველაზე გავლენიანი ლიდერი ქალები მიიღებენ. დისკუსიის მთავარი თემები ლიდერობა, ინოვაციები და თვითგანვითარება იქნება. პანელი მოიცავს ინტერაქციულ სესიასა და აუდიტორიის ჩართულობას კითხვა-პასუხის ფორმატში.
პანელური დისკუსიის შემდეგ საღამო ნეთვორქინგით გაგრძელდება Publica-ს სივრცეში.
ვის იხილავთ პანელურ PechaKucha Night Stage-ზე?
ანა გვალია — საინვესტიციო ოფიცერი | აზიის განვითარების ბანკი
ანა გვალიამ ბოსტონში Northeastern-ის უნივერსიტეტი დაამთავრა და წელიწადნახევარი ამერიკაში ფინანსურ ინსტიტუციებში მუშაობდა. საქართველოში დაბრუნებისას, შეუერთდა საქართველოს კაპიტალის გუნდს და მუშაობდა ინვესტიციების მიმართულებით ხუთი წლის განმავლობაში, ბოლოს კი გახდა სინიორ ვიცე პრეზიდენტი. სწავლა ბრიტანეთში კემბრიჯის უნივერსიტეტში გააგრძელა და მიიღო ფინანსების მაგისტრის ხარისხი. მაგისტრატურის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და მუშაობას იწყებს აზიის განვითარების ბანკში, როგორც საინვესტიციო ოფიცერი.
ნათია ქუხილავა – თანადამფუძნებელი & CTO | Helio.AI

ნათია ქუხილავა უკვე 7 წელია AI ინჟინერია, ბოლო 2 წელია აქტიურადაა ჩართული კვლევით საქმიანობაში ფრანგულ და გერმანულ კვლევით ინსტიტუტებთან ერთად, რის ფარგლებშიც არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. კითხულობდა ლექციებს სტენფორდსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არის Forbes 30 Under 30-ის ნომინანტი კატეგორიაში ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია.
მარიამ ქოიავა — მართველი პარტნიორი | SavvY

მარიამ ქოიავას 14-წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსური მართვის, ინვესტიციების, ბიზნესისა და მენეჯმენტის კონსულტირების სფეროებში. უმუშავია საბანკო, საინვესტიციო, ფარმაცევტულ, წარმოების, “ჰოსფითალითის”, ჯანდაცვის, ლოგისტიკის და ტელეკომუნიკაცის სფეროებში. ჩართულია მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ინვესტიციების მართვის, ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების მაქსიმიზაციის კუთხით. მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ვენჩურულ ფონდებთან და საინვესტიციო კომპანიებთან. შემუშავებული აქვს არაერთი სახელმძღვანელო და პროგრამა დაფინანსების მოპოვებისა და ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით.
მაშო ლომაშვილი — ჟურნალისტი | Coda Story

მაშო ლომაშვილი არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც იკვლევს ახალი ტექნოლოგიებისა და ავტორიტარიზმის თანაკვეთას. მაშო საინიციატივო ჯგუფი თბილისის საინფორმაციო კოლექტივის თანადამფუძნებელია. კოლექტივი მუშაობს ქართული საინფორმაციო სივრცის სიღრმისეულ ანალიზზე.
ინა სულაბერიძე – გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების ექსპერტი ციფრულ ინდუსტრიაში

ინა სულაბერიძე არის გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი ციფრულ ინდუსტრიაში 16 წლიანი გამოცდილებით. მისი საქმიანობა მოიცავს გაყიდვების სტრატეგიების შექმნას, ბრენდის განვითარებასა და ინოვაციური ბიზნესმოდელების დანერგვას, ხოლო მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით ბიზნესის შედეგების ოპტიმიზაციაა.
თამუნა თანდაშვილი – თანადამფუძნებელი | საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი

თამუნა თანდაშვილი არის ავიაციის სპეციალისტი, Forbes Women-ის საავიაციო სვეტების ავტორი და ავიაკომუნიკატორის დამფუძნებელი.
თათული ოქრიაშვილი – PechaKucha Night Stage-ის მოდერატორი | სტარტაპ მენტორი და ნუტრიციის ქოუჩი.

თათული ოქრიაშვილი სამ წელზე მეტია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრია. ის არის კანადის Precision Nutrition-ის სერტიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩი. ახლახან ანტრეპრენორობასაც შეეჭიდა და საკუთარი პროტეინ ბარის ბრენდის შექმნის პროცესშია.
ღონისძიების პარტიორები არიან: ლურჯი ოკეანე, Lab Technologies, რედბული, სარაჯიშვილი, გასტრონომი, Progress American Schools, Efes, UN Women.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: