Forbes-მა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა

Forbes-მა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა

ამერიკულმა Forbes-მა 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მეათე წელია გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი იკავებს. გამოცემის განმარტებით, მერკელი ევროპის დე ფაქტო ლიდერად რჩება. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გერმანიის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა და აღმავლობის გზას დაადგა.

მსოფლიოს გავლენიანი ქალების რეიტინგში მეორე ადგილზეა ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, რომელიც მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა.

მესამეზე კი, აშშ-ის არჩეული ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი აღმოჩნდა. ის ამ რეიტინგში პირველად მოხვდა.

ხუთეულში, ასევე, შედის გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამჟამად ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს. მეხუთე ადგილზეა მელინდა გეითსი – Bill and Melinda Gates Foundation-ის თავ,ჯდომარე.

სულ რეიტინგში 17 ახალი მონაწილეა. „ეს იმის ილუსტრაციაა, რომ ქალები საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნავენ Forbes-ში.

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, ასევე, მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე (მე-46 ადგილი), მომღერლები რიანა (69-ე ადგილი), ბიონსე (72-ე ადგილი) და ტეილორ სვიფტი (82-ე ადგილი).

ჟურნალი Forbes-ი აღნიშნულ რეიტინგს უკვე მეჩვიდმეტედ ადგენს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.