Forbes-მა ინვესტიციისთვის 2020 წლის საუკეთესო ევროპული ქალაქები დაასახელა

Forbes-მა ინვესტიციისთვის 2020 წლის საუკეთესო ევროპული ქალაქები დაასახელა

Forbes-მა 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქები დაასახელა, სადაც ბათუმიც მოხვდა, ისეთი ევროპული ქლაქების გვერდით, როგორიც ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, იტალიის ნეაპოლი, საფრანგეთის მეჟევი, უნგრეთის სეკეშფეჰერვარი და პორტუგალიის პორტოა.

Forbes აღნიშნავს, რომ ამ ქალაქებში ახალი პროექტების განხორციელების საჭიროებაა, რადგან მოთხოვნა მზარდია.

როგორც Forbes-ი აცხადებს, ნეაპოლში უძრავი ქონების გაყიდვები 15%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. მოთხოვნის ზრდა აიხსნება რომთან ახლო მდებარეობით და იმ სასიამოვნო კლიმატით რომელიც დამახასიათებილია ამ ქალქისთვის. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლში უძრავი ქონების ღირებულება რომთან შედარებით ნაკლებია, რაც ასევე იზიდავს მომხმარებლებს.

Forbes-ი ბათუმის შესახებ წერს, რომ საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქი და პოპულარული შავი ზღვის კურორტია საქართველოში. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქში 2018-დან 2019 წლამდე 22 752 ბინა აშენდა.

“ბათუმში იმის გამო, რომ მიწის დიდი ნაწილია ხელმისაწვდომი და მცირე შეზღუდვებია დაწესებული, ახალი პროექტები ჩნდება, რათა მოთხოვნის ზრდას უპასუხოს . ინვესტორები, მათ შორის მეზობელი თურქეთიდან, 2000-წლიანი ისტორიითა და კულტურით, ასევე უფრო ცნობილ ევროპულ სანაპირო ჰაბებთან შედარებით მისაღები ფასებით არიან მოხიბლულები:, – წერს “ფორბსი”.

გამოცემა ასევე პორტუგალიის ქალაქი პორტოს დადებით მხარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  უძრვი ქონების ფასები, ლისაბონთან შედარებითნ 30%-ით დაბალია და ამიტომ მოთხოვნა და უძრავი ქონების გაყიდვები 15%-ით მზარდია.

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში უძრავი ქონების გაყიდვები 10%-ით, უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარში კი 17%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით.

წყარო: Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *