Forbes: Net Zero Leaders - გიგანტი კომპანიები პოზიტიური ცვლილების სათავეში

Forbes: Net Zero Leaders - გიგანტი კომპანიები პოზიტიური ცვლილების სათავეში

დღევანდელ სამყაროში კომპანიების ღირებულებას მათ მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები განსაზღვრავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი გარემოს დაცვისკენ მიმართული ინიციატივებია.

როგორც ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების პროფესორი ჩენ ჰე ამბობს, „მომხმარებლები არჩევანის გაკეთების პროცესში დიდ მნიშვნელობას კომპანიის პასუხისმგებლობას ანიჭებენ“, რაც საბოლოოდ, მათ მომხმარებელთა ბაზას განსაზღვრავს.

ყველაზე პასუხისმგებლობიანი კომპანიების გამოსავლენად კი მსოფლიოში ერთ-ერთმა გავლენიანმა ბიზნესგამოცემა Forbes-მა რიგით მეორე ყოველწლიური Net Zero Leaders-ის სია გამოაქვეყნა.

Net Zero Leader-ების სია აშშ-ში რეგისტრირებულ, გარემოსდაცვითი ინიციატივების მიმართულებით 100 ყველაზე პასუხისმგებლობიან კომპანიას ავლენს.

Net Zero Leaders-ებში მოხვედრილი კომპანიების მთავარი მიზანია, 2050 წლისთვის შეამცირონ საკუთარი საქმიანობის შედეგად გარემოში სათბური აირების გამოყოფა. მათ შორის, მიაღწიონ ნულოვანი ემისიის დონეს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • შეამცირონ საკუთარი საქმიანობით გამოწვეული აირების გამოყოფა;
  • შეამცირონ მათ მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად გამოყოფილი აირების რაოდენობა;
  • შეამცირონ კომპანიის ყველა ტიპის აქტივობის შედეგად წარმოქმნილი აირების მოცულობა, მათ შორის, მომხმარებლის მიერ მათი პროდუქტის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა.

სიის გამოსავლენად, ჟიურის წევრები იყენებენ დეტალურ კვლევას, Sustainalytics-ისა და Morningstar-ის მონაცემებს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ინიციატივებსა და მათ შედეგებს. მათ შორის, კომპანიის რისკის შეფასებას, მართვას, სტრატეგიასა და შედეგის საზომ მეტრიკებს… ამასთან, ითვალისწინებენ კომპანიის ფინანსურ სიძლიერეებსა და კონკურენტუნარიანობას.

წელს Net Zero Leader-ების სიის სათავეში „ფილიპ მორის ინთერნერიშენალია“

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ Net Zero Leader-ების სიაში, 100 კომპანიას შორის, პირველ ადგილს „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ იკავებს. კომპანიას გასულ წელს მეშვიდე ადგილი მიენიჭა, თუმცა, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, სიის ლიდერებში მოხვდა. „ფილიპ მორისის“ შემდეგ სამეულში არიან Johnson & Johnson-ი და Tesla.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ თამბაქოს უკვამლო პროდუქტების – გასახურებელი თამბაქოს, საღეჭი თამბაქოს, ორალური მოხმარების ნიკოტინის პროდუქტებისა და ვეიფების წარმოებაზე მუშაობს და გეგმავს, 2030 წლისთვის თავისი შემოსავლების 2/3 სწორედ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებიდან მიიღოს. ამასთან, კომპანია მიზნად ისახავს, 2040 წლისთვის ნულოვანი ემისიის დონეს მიაღწიოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს აგრარულ სექტორში, შესაბამისად, მისთვის „ნულოვანი ემისია“ მხოლოდ გამოთავისუფლებული აირების დონის შემცირებას არ გულისხმობს. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, სრულად აღმოფხვრას ტყის ჩეხის კომპონენტი საკუთარი თამბაქოს ქაღალდის წარმოების ციკლიდან და განახორციელოს ინვესტიცია ტყის აღდგენაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია, Forbes-ის მსგავსი გავლენიანი გამოცემისგან მიღებული აღიარება და „ნულოვანი ემისიის“ მიღწევის პროცესში წამყვან კომპანიებს შორის სიის სათავეში მოხვედრა. ჩვენი კლიმატის ცვლილების სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ უპასუხოს პერმანენტული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კარბონისგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად“, – აღნიშნავს „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ კავკასიის რეგიონის გენერალური მენეჯერი, იური გორდოკი.

S