Forbes: სპორტული გუნდები, რომელთა ღირებულება 2022 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

Forbes: სპორტული გუნდები, რომელთა ღირებულება 2022 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

ამერიკულმა Forbes-მა იმ სპორტული გუნდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა ღირებულებაც 2022 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა. მთავარი სპორტული ლიგებიდან, რომლებსაც გამოცემა ყოველწლიურად აკვირდება, გასული 12 თვის განმავლობაში 11 გუნდის შეფასებამ 40%-ზე მეტით მოიმატა.

ცოტა ხნის წინ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, NBA-ში მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა – მიჩიგანში დაფუძნებული კომპანია United Wholesale Mortgage-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, მეთ იშბია თავის ძმასთან, ჯასტინთან ერთად, Phoenix Suns-ის 4 მილიარდ აშშ დოლარად შეძენას დასთანხმდა. ეს ლიგაში რეკორდული ღირებულების გარიგება იქნება. გუნდის $4 მილიარდად შეფასება Forbes-ის მიერ 2021 წლის ოქტომბერში გამოთვლილ მაჩვენებელს 135%-ით აღემატება. თუმცა, ვინაიდან გარიგება ჯერ დახურული არ არის გამოცემის რეიტინგში Suns-ი $2.7 მილიარდად არის შეფასებული.

მნიშვნელოვანი რყევები მოხდა ევროპულ ფეხბურთში, სადაც ტოპ გუნდებს შეუძლიათ, ისევე სწრაფად მოექცნენ ფინანსურ კრიზისში, როგორც ამ კუთხით ახალი სიმაღლეები დაიპყრონ. თუკი იტალიურ „მილანს“ 2018 წელს 37 მილიონი დოლარის ნეგატიური კაპიტალი ჰქონდა, კლუბში ასობით მილიონის ინვესტირების შემდეგ მისი მდგომარეობა გამოსწორდა – გასულ სეზონში „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდა და სერია A მოიგო. Forbes-მა კლუბი 1.2 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც ერთწლიან ჭრილში, შთამბეჭდავ, 115%-იან ზრდას ნიშნავს.

2022 წელს წაგებულები არ ჰყავდა NFL-ს, ნაციონალურ საფეხბურთო ლიგას ამერიკულ ფეხბურთში. ფრენჩაიზის ღირებულება საშუალოდ 28%-ით გაიზარდა, ლიგის ოთხმა გუნდმა კი ზრდის 40%-იან ნიშნულს გადააჭარბა. NFL-ში ყველაზე დიდი, 50%-იანი ზრდა Buffalo Bills-მა დააფიქსირა, თუმცა ის ლიგაში ღირებულებით მხოლოდ 29-ე ადგილს იკავებს.

2022 წელს, ლიგის არსებობის განმავლობაში პირველად, NHL-ის (ჰოკეის ეროვნული ლიგა) გუნდების საშუალო შეფასებამ $1 მილიარდს გადააჭარბა. გუნდებმა, რომლებმაც გაყიდეს თავიანთი წილი, მაგალითად Tampa Bay Lightning-მა, ან ემზადებიან პოტენციური გაყიდვისთვის, მაგალითად Ottawa Senators-ი, ერთწლიან ჭრილში ღირებულების 50%-ზე მეტით ზრდა დააფიქსირეს.

მიმდინარე წელს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირეს ბეისბოლის გუნდებმა. მათ შორის, New York Yankees-მა და Los Angeles Dodgers-მა ამას მაისურის სპონსორებისგან და რეგიონული პარტნიორებისგან მიღებული შემოსავლის წყალობით მიაღწიეს.

მოსალოდნელია, რომ 2023 წელს კიდევ უფრო გაიზრდება იმ გუნდების ღირებულება, რომელთა გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია ან მათი გაყიდვა იგეგმება.

წარმოგიდგენთ 11 სპორტულ გუნდს, რომელთა ღირებულება 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად (+40%) გაიზარდა:

1. AC Milan

ერთწლიანი ცვლილება: 115%

ღირებულება: $1.2 მილიარდი

მფლობელი: Elliott Management

ოპერაციული ზარალი: $16 მილიონი

2. Leicester City

ერთწლიანი ცვლილება: 103%

ღირებულება: $925 მილიონი

მფლობელი: აიავატ სრივადანაპრაბა

საოპერაციო მოგება: $16 მილიონი

3. West Ham United

ერთწლიანი ცვლილება: 77%

ღირებულება: $900 მილიონი

მფლობელი: დევიდ სალივანი, დევიდ გოლდი

საოპერაციო მოგება: $42 მილიონი

4. Tampa Bay Lightning

ერთწლიანი ცვლილება: 54%

ღირებულება: $1 მილიარდი

მფლობელი: ჯეფრი ვინიკი

საოპერაციო მოგება: $27 მილიონი

5. Ottawa Senators

ერთწლიანი ცვლილება: 52%

ღირებულება: $800 მილიონი

მფლობელი: Melnyk Estate

საოპერაციო მოგება: $47 მილიონი

6. Buffalo Bills

ერთწლიანი ცვლილება: 50%

ღირებულება: $3.4 მილიარდი

მფლობელი: ტერი და კიმ პეგულა

საოპერაციო მოგება: $83.4 მილიონი

7. Phoenix Suns

ერთწლიანი ცვლილება: 50%

ღირებულება: $2.7 მილიარდი

მფლობელი: რობერტ სარვერი

საოპერაციო მოგება: $87 მილიონი

8. Atlético De Madrid

ერთწლიანი ცვლილება: 50%

ღირებულება: $1.5 მილიარდი

მფლობელი: მიგელ გილი, ენრიკე სერესო, Ares Management, იდან ოფერი

საოპერაციო მოგება: $45 მილიონი

9. Las Vegas Raiders

ერთწლიანი ცვლილება: 49%

ღირებულება: $5.1 მილიარდი

მფლობელი: მარკ დეივისი

საოპერაციო მოგება: $116.5 მილიონი

10. Cleveland Browns

ერთწლიანი ცვლილება: 48%

ღირებულება: $3.85 მილიარდი

მფლობელი: დი და ჯიმი ჰასლამი

საოპერაციო მოგება: $90.2 მილიონი

11. Chicago Bears

ერთწლიანი ცვლილება: 42%

ღირებულება: $5.8 მილიარდი

მფლობელი: მაკკასკის ოჯახი

საოპერაციო მოგება: $155.7 მილიონი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *