გადახდის 10 მეთოდი, რომლის ინტეგრაციით შენი ბიზნესის ზრდას შეუწყობ ხელს

გადახდის 10 მეთოდი, რომლის ინტეგრაციით შენი ბიზნესის ზრდას შეუწყობ ხელს

სამყარო დღითიდღე უფრო და უფრო ციფრულდება და ამ ტრანსფორმაციასთან ერთად, მომხმარებელთა ქცევებიც იცვლება. თუკი ადრე სასურველი პროდუქტის ყიდვა ან სერვისით სარგებლობა ნაღდი ფულის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული, დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბარათით ან სხვადასხვა ციფრული მეთოდით ანგარიშსწორებას. 

ამ ტენდენციას ფეხს თანამედროვე ბიზნესებიც უწყობენ. მათთვის, ვისაც მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და გაციფრულება სურს, საქართველოს ბანკმა გადახდების მენეჯერი შექმნა. პლატფორმა ცოტა ხნის წინ განახლდა და მისი მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიაში დააინტეგრირონ სასურველი გადახდის მეთოდი, პლატფორმაზევე აკონტროლონ და მართონ გადახდები, ამასთან, ანალიტიკური მონაცემების დახმარებით, სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ.

გადახდების მენეჯერის საშუალებით ბიზნესს გადახდის ათი მეთოდის მოთხოვნა შეუძლია. მათ შორისაა:

  • ბმულით გადახდა

ეს გადახდის მარტივი მეთოდია საქართველოს ბანკისგან. თუ პროდუქციას  ან სერვისს სოციალური ქსელით ყიდით, რადგან არ გაქვთ საკუთარი ვებგვერდი და არც დეველოპერის რესურსი, მაშინ ბიზნესს ბმულით გადახდის შესაძლებლობა აქვს. ამ სერვისით უკვე ისარგებლა არაერთმა სასტუმრომ, რადგან იგი ინვოისით გადახდების წარმოების უნიკალური და უსაფრთხო ალტერნატივაა. ასევე მისი საშუალებით გადახდები მიიღება ვებგვერდის შექმნის გარეშე, შედეგად კი იზოგება დრო და რესურსები, მარტივდება გადახდის პროცესი და იზრდება გაყიდვების მაჩვენებლები.

  • ტერმინალი

წლიდან წლამდე საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების რიცხვი იზრდება, შესაბამისად, თუ ბიზნესს სურს, გააადვილოს გადახდების მიღება, შეუძლია გადახდების მენეჯერის მეშვეობით ტერმინალი ციფრულად შეუკვეთოს. ტერმინალს, სისწრაფის გარდა, ის უპირატესობაც აქვს, რომ ამცირებს ადამიანური შეცდომის ალბათობას, შედეგად კი სავაჭრო ობიექტი უფრო ეფექტიანად მუშაობს.

  • ბარათით გადახდა 

ონლაინ მაღაზიების მუშაობა საბანკო ბარათით გადახდის სისტემების ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელიც კია. შესაბამისად, ამ მეთოდის ინტეგრაციით, ბიზნესი გზას უხსნის მომხმარებლებს კომფორტისკენ; ეხმარება, სწრაფად დაასრულოს შეძენის პროცესი და სთავაზობს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. ბარათით გადახდა, ასევე, საშუალებას აძლევს ბიზნესს, საერთაშორისო გადახდები მიიღოს, შესაბამისად, გასცდეს ლოკალურ ბაზრებს. რაც მთავარია, საქართველოს ბანკის არხებში შესრულებული გადახდები დაუყოვნებლივ აისახება ბიზნესის ანგარიშზე, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის ვაჭრობას.

  • BOG ავტორიზაცია

ამ მეთოდის დახმარებით ანგარიშსწორება პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან, პირადი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლითაა შესაძლებელი. შესაბამისად, მომხმარებელი კომფორტს უსაფრთხოებას და ბიზნესისადმი ნდობას გრძნობს. 

  • PLUS ან MR ქულებით გადახდა

ლოიალურობის პროგრამები მომხმარებელთა შენარჩუნების კარგი საშუალებაა. ისინი კი, ვინც PLUS ან MR ქულებს აქტიურად იყენებენ ანგარიშსწორებისას, ბუნებრივად ანიჭებენ უპირატესობას ბიზნესს, რომელსაც ეს მეთოდი ინტეგრირებული აქვს, შესაბამისად, მათ მუდმივ მომხმარებლადაც იქცევიან. 

  • Google Pay-ით გადახდა

Google Pay მოსახერხებელი, სწრაფი და დაცული გადახდის მეთოდია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც Android-ის ოპერაციული სისტემის სმარტფონი აქვთ. ბარათით გადახდის რიცხვის მატებასთან ერთად, იზრდება უკონტაქტო გადახდების რიცხვიც, ამიტომაც ტექნოლოგიების მოყვარულ მომხმარებლებს ამ მეთოდის შეთავაზებით აუცილებლად მიიზიდავთ.

  • Apple Pay-ით გადახდა

მათთვის კი, ვინც iOS სისტემას ანიჭებს უპირატესობას, გადახდის ეს მეთოდი, პრაქტიკულად, შეუცვლელია. მისი დამატებით კი შეძლებთ, კიდევ უფრო გააფართოოთ მომხმარებელთა ბაზა და გადახდის მოქნილი გზა შესთავაზოთ.

  • ონლაინ განვადება

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განვადებით სარგებლობა მარტივად, ციფრულად შეუძლიათ. განვადება ლოდინის გარეშე დასტურდება, საჭირო არაა დამატებითი საფეხურების გავლა, მონაცემების მითითება ან საბუთების წარდგენა – მომხმარებელი ირჩევს განვადების თანხას, ვადას და გადახდის რიცხვს. შესაბამისად, ამ მეთოდის ონლაინ მაღაზიაში ინტეგრირებით ბიზნესი იმ მომხმარებლებსაც შეიძენს, რომლებსაც ურჩევნიათ, საფასური ეტაპობრივად დაფარონ.

  • სასაჩუქრე ბარათით გადახდა 

გადახდების მენეჯერის დახმარებით შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათით გადახდის ფუნქციონალის მოთხოვნაც. შედეგად კი მომხმარებლებს აქვთ საშუალება, სასურველი პროდუქტის ან ნივთის ღირებულება ბიზნესის სასაჩუქრე ბარათითვე, ონლაინ ვაჭრობის დროსაც დაფარონ. მეორე მხრივ კი, ბიზნესს შეუძლია, თვალი ადევნოს გაცემული სასაჩუქრე ბარათების ბალანსს, მის ანალიტიკას და საჭიროების შემთხვევაში, თანხა მომხმარებელს დაუბრუნოს.

  • ნაწილ-ნაწილ გადახდა

ნაწილ-ნაწილ გადახდის ინტეგრირებით, ბიზნესი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დაფაროს პროდუქტის, ან მომსახურების ღირებულება 4 ტოლ ნაწილად, დამატებითი გადასახადების გარეშე. ნაწილ ნაწილ გადახდის ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ საკრედიტო შესაძლებლობები. ლიმიტის დამტკიცებას კი რამდენიმე წამი სჭირდება.

ეს გადახდების მენეჯერის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია, აღმოაჩინეთ პლატფორმის ფუნქციონალები ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.