გაეროს ბირთვული ხელმძღვანელი: უკრაინის ატომური ელექტროსადგური სრულიად უკონტროლოა

გაეროს ბირთვული ხელმძღვანელი: უკრაინის ატომური ელექტროსადგური სრულიად უკონტროლოა

გაეროს ბირთვული ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური „სრულიად უკონტროლოა“. გროსი ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად რუსეთსა და უკრაინას ქარხნის ტერიტორიაზე ექსპერტების დაშვებისკენ მოუწოდებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის ინფორმაციით, „ზაპოროჟიეს“ ქარხანაში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. შეგახსენებთ, რომ ქარხანა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, რომელიც რუსულმა ჯარმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავა. გროსის განცხადებით, ქარხანაში ატომური უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა და ის რაც სასწორზეა, უკიდურესად სერიოზული, მძიმე და საშიშია. გროსიმ ქარხნის უსაფრთხოების დარღვევებზე ისაუბრა, იმის გათვალისწინებითაც, რომ ქარხნის ტერიტორიაზე აქტიური ომი მიმდინარეობს.

„პარადოქსული სიტუაციაა“, რადგან ქარხანას რუსეთი აკონტროლებს, თუმცა ბირთვული ოპერაციები კვლავ უკრაინელი პერსონალის მიერ იმართება. მიუხედავად პერსონალთან IAEA-ს გარკვეული კონტაქტებისა, ეს საკმარისი არ არის, ამბობს გროსი. ამ ყველაფერთან ერთად კი შეწყდა აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების ჯაჭვი, რის გამოც IAEA დარწმუნებული არაა იღებს თუ არ ქარხანა ყველაფერს რაც სჭირდება.

IAEA-ის ხელმძღვანელის განცხადებით, მას და მის გუნდს, ქარხნამდე მისასვლელად, დაცვა და რუსეთსა და უკრაინის სასწრაფო თანამშრომლობა ესაჭიროება. გროსი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მხარეებისგან მისი მისიის დაშვებას ითხოვს, რათა ქარხანაში, ატომური კატასტროფა თავიდან აიცილონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *