გაოცებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 9 მლნ ტურისტი მიიღო საქართველომ – BAT Caucasus-ის ხელმძღვანელი საქართველოში

გაოცებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 9 მლნ ტურისტი მიიღო საქართველომ – BAT Caucasus-ის ხელმძღვანელი საქართველოში

ვფიქრობ, საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით კარგ პოზიციაზეა მსოფლიოს მასშტაბით, – ამის შესახებ BAT Caucasus-ის წარმომადგენელმა საქართველოში ფელისიო ფერაზმა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოში ბიზნესის კეთების დადებით მხარეებზე და ასევე აღნიშნა, რომ არის პრობლემებიც ამ მიმართულებით.

“ვფიქრობ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით კარგ პოზიციაზეა მსოფლიოს მასშტაბით და მე ეს შევნიშნე. ეს ჩემთვის პირველი ქვეყანა იყო, სადაც მე არ მჭირდებოდა ბიზნესის კეთებისთვის სამუშაო ნებართვა. ეს ამ ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის. თუმცა, მართალია, რომ ეს ქვეყანა ზედმეტად დამოკიდებულია ტურიზმზე. გაოცებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ თითქმის 9 მილიონი ტურისტი მიიღო ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია“, – აღნიშნა ფერაზმა.

ის ამბობს, რომ მხოლოდ ბიზნესის კეთების სიმარტივე არ არის მთავარი და საჭიროა სხვა პრობლემების მოგვარებაც. მაგალითად, სასამართლო სისტემის კუთხით არსებული პრობლემები:

“სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ არ არის საქართველოს კარგ მხარედ ცნობილი საზღვარგარეთ. ამიტომაც ბევრი კომპანია და ქვეყნა შეშინებულია აქ შემოსვლით. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი [ბიზნესების] მოსაზიდად.

საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. 12 წელი სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავი და საქართველო მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა“, – განაცხადა  BAT Caucasus-ის წარმომადგენელმა საქართველოში.

მან თავის ბიზნესზეც ისაუბრა პანდემიის პირობებში, და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო, იძულებული გახდნენ, ესწავლათ თუ როგორ უნდა ემუშავათ დისტანციურად. მისივე თქმით, დისტანციურად მუშაობა ბიზნესის კეთების დანახარჯის შემცირების საშუალებას იძლევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.