გაუქმდება თუ არა შობა ევროპაში?

გაუქმდება თუ არა შობა ევროპაში?

ევროკავშირის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლას აგრძელებენ, საყოველთაო თუ რეგიონულ დონეზე ლოქდაუნების გამო, რთული სათქმელია შობისათვის შეზღუდვები გამკაცრდება თუ არა. თუმცა, არის გარკვეული ტენდენციები, რის მიხედვითაც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ შეკრებებთან დაკავშირებით რეგულაციები შემსუბუქდება, რათა ოჯახის წევრებმა დღესასწაულები ერთად აღნიშნონ. Forbes-მა რამდენიმე ქვეყანაში არსებული ვითარება მიმოიხილა:

გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა რეგულაციები შეამსუბუქოს

BBC-ის ცნობით, მთავრობის მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში, სუზან ჰოპკინსმა განაცხადა, რომ გეგმაზე უკვე მსჯელობენ და სურვილი აქვთ შობა “ჩვეულთან რაც შეიძლება ახლოს იყოს. “

არის მოსაზრება, რომ მთავრობა ხუთდღიან წესებს შეამსუბუქებს და ინგლისის, ჩრ. ირლანდიის, უელსისა და შოტლანდიის მკვიდრებს საშუალება ექნებთან საზღვარი გადაკვეთონ და ოჯახები ინახულონ.

შოტლანდია “ციფრული შობისათვის“ ემზადება

შოტლანდიაში, პირველი მინისტრის ნიკოლა სტარჯონის მრჩეველმა, ჯეისონ ლიჩმა ხალხს ურჩია “ციფრული შობისათვის“ მოემზადონ.

გერმანია საშობაო ბაზრობებს კეტავს

გერმანიამ შესაძლოა შეკრებები დაუშვას, თუმცა საშობაო ბაზრობები დაიხურება.

ქალაქ ლაიპციგის მერმა, სადაც საშობაო ბაზრობები ყოველთვის მრავლად იყო, განაცხადა: “საშობაო ბაზრობების მოყვარული გახლავართ. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. მოხარული ვარ რომ ქუჩებისა და მოედნების საზეიმოდ მოწყობა კვლავ შეგვიძლია და შობის მსგავსი გარემოს შექმნის საშუალება მაინც გვექნება.“  

შვედეთი მოგზაურობას ამკაცრებს და ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავს

BBC-ის ცნობით, შვედეთის მოწინავე ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა, შვედებს მოახსენა რომ საშობაო მოგზაურობა შეზღუდული იქნება, რათა სამედიცინო მუშაკების გრაფიკი ზედმეტად არ დაიტვირთოს.

თუმცა, მანვე დაამატა რომ ზუსტ გადაწყვეტილებას ორ-სამ კვირაში მიიღებენ – შვედეთში დაინფიცირების უმრავლესობა კერძო წვეულებებიდან მოდის. ამიტომაც აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა 22:00 საათის შემდგომ.

ირლანდიის მთავრობა უცხოეთში მყოფ ირლანდიელებს მოუწოდებს, რომ ბილეთების დაჯავშნა “ჯერ ადრეა“

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა, საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეებს მოახსენა, რომ სახლში საშობაოდ დაბრუნება ჯერ ადრეა, რადგან დღესასწაულების სეზონი ჯერ არ დამდგარა.

იტალია სანტას ჩაკეტვებისაგან თავისუფალ შობას დაჰპირდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ, იტალიელი ბავშვები Facebook-ის პოსტის მეშვეობით გაამხნევა და მოახსენა, რომ სანტა საშობაოდ ჩვეულებისამებრ საჩუქრებს მიუტანთ, რადგან “ის კეთილია და პირბადესაც გაიკეთებს თავის დასაცავად“.

საფრანგეთი ნაძვის ხეებს უშვებს, გეგმებს – არა

The Local-ს თუ დავუჯერებთ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა საშობაო დღესასწაულებზე განაცხადა, რომ “ფრანგულ ოჯახებს [შეეძლებათ აღნიშნონ] დღესასწაულები. “თუმცა, წელს, შობა “ჩვეულებრივად“ არ ჩაივლის. კეთილგონივრული არ გახლავთ ათობით ადამიანის წვეულებისათვის შეკრება, განსაკუთრებით ახალ წელს,“ – დაამატა მან.

ამასთან, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჟულიენ დენორმანდიმ დაადასტურა რომ საშობაო ნაძვის ხეები “აუცილებელ ნივთთა სიაში“ მოხვდება და შესაბამისად, ადამიანებს მათი ყიდვის საშუალება ექნებათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.