გეითსი: კორონავირუსმა, შესაძლოა, 10 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს

გეითსი: კორონავირუსმა, შესაძლოა, 10 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად შესაძლოა 10 მილიონი ადამიანი დაიღუპოს. როგორც Microsoft-ის დამფუძნებელი ამბობს, ვირუსს შეუძლია აფრიკაში ჯანდაცვის სისტემა გაანადგუროს და გამოიწვიოს სერიოზული პანდემია.

აღნიშნულის შესახებ გეითსმა სიეტლში AAAS-ის (სამეცნიერო წინსვლის ამერიკული ასოციაცია) შეხვედრაზე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, მანამ ვიდრე ეგვიპტეში და შესაბამისად აფრიკის კონტინენტზე დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ გახდებოდა ცნობილი.

“მინდა ვისაუბრო განსაკუთრებულ საკითხზე, კორონავირუსის ეპიდემიაზე. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, პანდემია ერთ-ერთია იმ მცირე მიზეზებს შორის, რამაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემები, ეკონომიკები გაანადგუროს და 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კორონავირუსს 1,700-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. გამოვლინდა დაინფიცირების 70,000-ზე მეტი შემთხვევა. ჩინეთში მხოლოდ ორშაბათს 2,000 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადეს.

წყარო: Telegraph.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *