British Airways-ს ორი წამყვანი ფიგურა ტოვებს

British Airways-ს ორი წამყვანი ფიგურა ტოვებს

ბრიტანულ ავიაკომპანია British Airways-ს ორი წამყვანი ფიგურა ტოვებს. კერძოდ, როგორც Reuters-ი წერს, პოსტებს ტოვებენ მთავარი საოპერაციო ოფიცერი კლაუს გერში და თანამშრომელთა განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ანჯელა უილიამსი. გერშს ჯეისონ მაჰონი შეცვლის, ხოლო უილიამსს IAG Cargo-ს განვითარების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სტიუარტ კენედი.

აღსანიშნავია, რომ British Airways-ის ხელმძღვანელ პირებს საკმაოდ დაძაბული ბოლო ერთი წელი ჰქონდათ, მათ მოუწიათ ავიაკომპანიის პილოტებთან არსებული დავის მოგვარება, რომლებიც ხელფასების მატებას ითხოვდნენ და რომლებმაც ავიაკომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა სექტემბერში მოაწყვეს. გაფიცვის შედეგად 2000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

წყარო: Reuters.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.