Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო

Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო

Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 13.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯგუფის პორტფელი დღეს 1.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან ნახევარი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ კომპანიებზე (GHG; BOG) მოდის. 

ჯგუფის 1.9 მილიარდიან პორტფელში შემავალი კომპანიების ღირებულება და Georgia Capital-ის წილი ამ კომპანიებში შემდეგია: 

  • საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი – 520.3 მლნ ლარი (Georgia Capital-ის წილი – 57%) 
  • საქართველოს ბანკის ჯგუფი – 457.5 მლნ ლარი (19.9%)
  • წყლის კომუნალური ბიზნესი (GWP, რუსთავისა და მცხეთის წყლები) – 431 მლნ ლარი (100%)
  • სამშენებლო ბიზნესი – 66.8 მლნ ლარი (100%) 
  • დაზღვევა – 130.5 მლნ (100%) 
  • განახლებადი ენერგია – 61.2 მლნ (65%) 
  • სასტუმრო ბიზნესი – 149.1 მლნ (100%) 
  • ალკოჰოლური სასმელები (ღვინო/ლუდი) – 61 მლნ (80%) 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაპიტალი ჰოლდინგური ბიზნეს კომპანიაა, რომელიც BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის შემდეგ შეიქმნა.