გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტი აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანები აიცრებიან. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც კომიტეტში აცხადებენ, არასაკმარისი მონაცემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურია აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაში.
პარალელურად, ხვალ ევროპის სამედიცინო სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს თუ არა AstraZeneca-ს ვაქცინა ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.
ცნობისთვის, AstraZeneca-ს ვაქცინას უკვე იყენებენ დიდ ბრიტანეთში, სადაც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ის უსაფრთხოა და „დაცვის მაღალი დონე აჩვენა“.