გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება შესაძლებელია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება შესაძლებელია

გერმანიამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყო, რათა მასზე სრული ემბარგოს გამოცხადება გახდეს შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ხაბეკმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუსულ ნავთობზე გერმანიის იმპორტის 35% მოდიოდა, მაგრამ ახლა ეს მაჩვენებელი 12%-მდე არის შემცირებული.

„საკითხი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გერმანიისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ასეთი მნიშვნელოვანი აღარ არის“, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა. „რუსული ნავთობისგან დამოუკიდებლობასთან გერმანია ძალიან, ძალიან ახლოსაა“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე შვედტისა და ლეუნას გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, დღეში დაახლოებით ნახევარ მილიონ ბარელ ნავთობს ამუშავებდნენ, რომელთა უმეტესობა რუსული წარმომავლობისა იყო. მანამ, სანამ გერმანია ნავთობის ალტერნატიულ მომწოდებლებს იპოვის, საწარმოები ნავთობს ქვეყნის დასავლეთში არსებული საცავებიდან მიიღებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *