GHG-იმ საერთაშორისო ბრენდი შეიძინა

GHG-იმ საერთაშორისო ბრენდი შეიძინა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) საერთაშორისო ბრენდი Attirance შეიძინა. კომპანია სპეციალიზებულია ბუნებრივი კოსმეტიკისა და პირადი ჰიგიენის საშუალებებზე  და ამ დრომდე 400-მდე სახის პროდუქტი აქვს გამოშვებული. 

ბრენდის შეძენით GHG სააფთიაქო ქსელებში საკუთარი პროდუქციის წილის ზრდას ელოდება. 

“მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენს ფარმა ბიზნესში. Attirance-ის პროდუქცია ჩვენს ქსელებში 2018 წლიდან გამოჩნდება”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.