საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე მომავალი სეზონიდან საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს. ბელგიურმა „გენტმა“ 23 წლის ფეხბურთელის „მეცში“ იჯარის წესით განათხოვრების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, კონტრაქტის შესახებ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება. მედიის წინასწარი ინფორმაციით, ჩაკვეტაძე იჯარის წესით ფრანგულ კლუბში 2023-2024 წლების სეზონს დაყოფს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტში“ არც გასული სეზონი გაუტარებია. მან იჯარის წესით „სლოვანში“ ითამაშა და სლოვაკეთის ჩემპიონიც გახდა. 2022-2023 წლების სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა მთლიანობაში 47 მატჩში ითამაშა და ერთი გოლის გატანა, ასევე რვა საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე გიორგი ჩაკვეტაძის საბაზრო ღირებულებად მოცემული დროისთვის 2.40 მილიონი ევროა მითითებული. ქართველი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, 9 მილიონ ევროდ, 2018 წლის დეკემბერში ფასობდა.