საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევის, გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 20 მილიონ ევროს გაუტოლდა. შედეგად, გიორგი ნაკრებში მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსს ინარჩუნებს და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა (€80 მილიონი) და გიორგი მამარდაშვილს (€45 მილიონი) ჩამორჩება.
გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულებამ €1-მილიონიან ნიშნულს 2020 წლის ოქტომბერში გადააბიჯა, როდესაც ფეხბურთელი ბელგიური „სერენის“ ღირსებას იცავდა. ის „მეციდან“ სწორედ ამ კლუბში იყო განათხოვრებული.
2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეცმა“ „აიაქსში“ გაასხვისა. ნიდერლანდურმა კლუბმა სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა „აიაქსში“ გიორგის კარიერა ვერ აეწყო და ცოტა ხნის წინ ის კვლავ „მეცმა“, 13 მილიონი ევროდ გამოისყიდა. ამჟამად 23 ფეხბურთელი ახალი კლუბის ძიებაში და, დიდი ალბათობით, კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს.
ცნობისთვის, „მეცის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში არასრულ სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე 13 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა. მიქაუტაძემ თავი ევროპის ჩემპიონატზეც გამოიჩინა, სადაც სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. შედეგად, ქართველი ფეხბურთელი EURO 2024-ის ბომბარდირებს შორის მოხვდა და „ოქროს ბუცი“ მოიგო.