Global Tech Weekend 15-17 მაისს ტაშკენტში გაიმართება

Global Tech Weekend 15-17 მაისს ტაშკენტში გაიმართება

რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დეცენტრალიზებული ტექნოლოგიური მოძრაობა Global Tech Weekend (GTW) 2026 წლის 15-17 მაისს ტაშკენტში გაიმართება. ღონისძიებას მასპინძლობენ IT Park Uzbekistan და უზბეკეთის ციფრული ტექნოლოგიების სამინისტრო.

GTW ტაშკენტის ფარგლებში საქართველო ამ ღონისძიებაზე წინასწარ შედგენილი  ბიზნეს  დელეგაციით წარდგება. სპეციალურად შერჩეული 15 კაციანი დელეგაცია, რომელიც ტაშკენტში სამ დღეს გაატარებს მაღალი დონის ნეთვორქინგის, წინასწარ დაგეგმილი B2B შეხვედრებისა და სახელმწიფო კონტაქტების ფორმატში.

ღონისძიების ფარგლებში საქართველო ტაშკენტში სპეციალურად დაკომპლექტებული ბიზნესდელეგაციით წარდგება. წინასწარ შერჩეული 15-კაციანი დელეგაცია სამი დღის განმავლობაში ჩაერთვება მაღალი დონის ნეთვორქინგში, წინასწარ დაგეგმილ B2B შეხვედრებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში.

დელეგაციის პროგრამა მოიცავს GTW-ის ყველა ღია და დახურულ ღონისძიებაზე VIP წვდომას, კურირებულ შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან FinTech, AgriTech, FashionTech, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის, ტურიზმისა და მშენებლობის სექტორებში, ასევე შეხვედრებს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. მონაწილეები GTW-ის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში სპიდ-ნეთვორქინგ სესიებშიც ჩაერთვებიან.

დელეგაციაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 8 მაისი.

პროგრამის სრული აღწერა და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.