Google-ი $2 მილიარდის ინვესტირებას აპირებს პოლონურ მონაცემთა ცენტრში

Google-ი $2 მილიარდის ინვესტირებას აპირებს პოლონურ მონაცემთა ცენტრში

Google-ი დაახლოებით $2 მილიარდის ინვესტირებას აპირებს პოლონურ მონაცემთა ცენტრში. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს Microsoft-მაც განაცხადა, რომ ის პოლონურ მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავდა, ვინაიდან კორპორაცია აპირებს ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში ყველაზე მსხვილ ტექნოლოგიურ ჰაბში პოზიციების გამყარებას. კომპანია რეგიონში მონაცემთა პირველ ცენტრს გახსნის, რომელიც ციფრულ სერვისებს შესთავაზებს როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს სექტორს.

“ჩვენი მთავარი მიზანია დავაჩქაროთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პოლონეთის ტექნოლოგიურ ცენტრად ფორმირება. მე ღრმად მწამს, რომ Microsoft-ის ინვესტიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, საჯარო ინსტიტუციებისა და საგანმანათლებლო სისტემისთვის, რაც მათ ციფრული ტრანსფორმაციისა და ახალი სამუშაო სტანდარტების დანერგვის საშუალებას მისცემს “ – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მათეუს მორავიეცკიმ.

აღნიშული პროექტის ფარგლებში, Microsoft გეგმავს ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე 150 000-მდე პოლონელი მოქალაქის პროფესიულ გადამზადებას, რაც გულისხმობს მათ ონლაინ სასწავლო პროგრამებში, ვორქშოპებსა და ჰაკათონებში ჩართვას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *