სიდნეიში ხის ცათამბჯენის აშენებას აპირებენ

სიდნეიში ხის ცათამბჯენის აშენებას აპირებენ

ცნობილი სანაპიროებით, იდეალური კლიმატითა და უმაღლესი დონის რესტორნებით, სიდნეი მიმზიდველია როგორც ტურისტებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის. გარდა ამისა, ქალაქი გამოირჩევა მეოცე საუკუნის ისეთი სიმბოლური ნაგებობებით, როგორიცაა Sydney Harbour Bridge და Sydney Opera House. რამდენიმე წელიწადში კი სიდნეი კიდევ ერთი ინოვაციური დიზაინის კერა გახდება.

ავსტრალიურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Atlassian-მა წარადგინა ინოვაციური იდეა, რომელიც ქალაქში ადამიანებისა და ბიოსფეროს კოაბიტაციას შეუწყობს ხელს. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს 40-სართულის სიმაღლის ხის ცათამბჯენის აშენებას, რომლის დიზაინზეც არქიტექტურული კომპანიები SHoP და BVN მუშაობდნენ . 

თანამედროვე ბაბილონის დაკიდულ ბაღებს ხის, შუშისა და მეტალის ფასადი ექნება, სადაც ასევე დაამატებენ მზის ენერგიისთვის განკუთვნილ პანელებს. ამასთან, პროექტი მოიცავს ბაღის გაშენებას, რომელიც შენობასთან ინტეგრირებული იქნება.

Atlassian-ის მიხედვით, ცათამბჯენის კონსტრუქციაში გამოიყენებენ: 

  • 50%-ით ნაკლებ “მატერიალიზებულ ნახშირბად”, ვიდრე რიგით ნაგებობებშია ხოლმე;
  • ენერგიის მოხმარებაც 50%-ით ჩამოუვარდება ახლად აშენებულ შენობაში ენერგიის მოხმარებას
  • ცათამბჯენის კოშკურა კი, გახსნიდანვე 100%-ით განახლებად ენერგიაზე იმუშავებს.

ხის გამოყენება მშენებლობაში ახალი ტენდენცია სულაც არ არის, ეს მნიშვნელოვანი რესურსი არაერთ პროექტში გამოიყენეს ბოლო წლებში, მაგალითად როგორიცაა ნორვეგიაში აგებული 85.4-მეტრიანი Mjøstårnet-ის შენობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *