გრანთ თორნთონის გლობალური შემოსავლები 5,8 მილიარდი აშშ დოლარიდან რეკორდულ - 6.6 მილიარდ აშშ დოლარამდე  გაიზარდა

გრანთ თორნთონის გლობალური შემოსავლები 5,8 მილიარდი აშშ დოლარიდან რეკორდულ - 6.6 მილიარდ აშშ დოლარამდე  გაიზარდა

გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის ქსელში შემავალმა კომპანიებმა, 2021 ფინანსურ წელს (2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) გლობალურად რეკორდული  შემოსავალი – 6,6 მილიარდი აშშ დოლარი დააფიქსირეს.  აღნიშნული მაჩვენებელი 14,3%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. გლობალურად, ამ რთული წლის განმავლობაში, გრანთ თორნთონის წევრი ფირმების ნახევარზე მეტმა მიაღწია ორნიშნა ზრდას, მუდმივი კურსის პირობების გათვალისწინებით*.

მაჩვენებლები:

  • რეგიონალურად, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში (EMEA) დაფიქსირდა ყველაზე მაღალი 1%-იანი ზრდა რაც ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარია; შემდეგ მოდის აზიის წყნარი ოკეანიის ქვეყნები 15.8%-იანი ზრდით, ჯამურად 1.2 მილიარდი აშშ დოლარი; ხოლო ამერიკა 9.7%-იანი ზრდით, ჯამურად 2.9 მილიარდი აშშ დოლარი.
  • მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა სერვისის მიმართულებით: აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება გაიზარდა – 16.1%-ით, ჯამურად 2.7 მილიარდი აშშ დოლარი; მეორე ადგილზეა საკონსულტაციო მომსახურება 15.5%-იანი ზრდით, ჯამურად 2.4 მილიარდ აშშ დოლარი; და საგადასახადო სერვისები –  6%-იანი ზრდით, ჯამურად 1.4 მილიარდი აშშ დოლარი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქსელის ნამდვილ მულტიდისციპლინურ ხასიათს.
  • საკვანძო, სტრატეგიული ზრდის ბაზრის ფირმებმა 14.9%-იანი ზრდა აჩვენეს. მათ შორისაა ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია და მექსიკა ნიგერიასთან ერთად და სამხრეთ აზიის (ASEAN) ხუთი ქვეყნა.
  • თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 58,000-დან გაიზარდა 62,000-მდე, რაც ასახავს ქსელის მუდმივ ინვესტიციას საკუთარ ხალხში, მრავალფეროვანი და ინკლუზიური გლობალური კულტურის მშენებლობის შენარჩუნებით.
  • მუდმივი კურსის პირობების გათვალისწინებით, წლიდან წლამდე აღნიშნული შედეგები წარმოადგენს 10,1%-იან ზრდას.

პიტერ ბოდინი, გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს:

„ჩვენი ღირებულებების შენარჩუნებით, ჩვენი ხალხის პირველ ადგილზე დაყენებით, ჩვენი კლიენტებისა და საზოგადოების მხარდაჭერით, საერთო ტექნოლოგიურ პლატფორმებში ინვესტირებით, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მე უზომოდ ვამაყობ ქსელის ერთობლივი  წარმატებით და ჩვენი ხალხის ძალისხმევით, რაც მათ გაიღეს ჩვენი პროფესიისა და საზოგადოებისთვის, ამ ყველაზე რთული პერიოდის განმავლობაში.

მსოფლიოსთან ერთად, გრანთ თორნთონის ქსელიც აგრძელებს ადაპტაციას და განვითარებას. მიმდინარე წლიდან, ქსელის ახალი ხუთწლიანი სტრატეგია ამოქმედება, რომელიც ძალაშია 2025 წლის ჩათვლით. გრანთ თორნთონის ქსელის სტრატეგია აგებულია მიზნებზე, რაც ითვალისწინებს ზრუნვას ჩვენს კადრებზე, კლიენტებზე  და საზოგადოებაზე იმისათვის რომ დავეხმაროთ მათ, შექმნან  მდგრადი ზემოქმედება მსოფლიოში.  აღნიშნული სტრატეგია ფოკუსირებულია ჩვენი საერთაშორისო ბიზნესის ზრდასა და დაცვაზე. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შესაბამის ინფრასტრუქტურის არსებობით, ამართლებს ამ მიზანს.  ჩვენ მიზანმიმართულად ვმუშაობთ სტრატეგიული შესაძლებლობების შექმნაზე, რისკების მართვაზე, ხარისხზე და ჩვენი საერთაშორისო კულტურის ჩამოყალიბებაზე. ასევე, წელს ამოქმედდა  ჩვენი განახლებული ბრენდი – „გავცდეთ საზღვრებს“ ქსელის სტრატეგიის მხარდასაჭერად, იმისათვის რომ ვაგრძნობინოთ განსხვავებული გამოცდილება ჩვენს ხალხს და კლიენტებს, გავზარდოთ საერთაშორისო ბიზნესი და მოვიზიდოთ შესაბამისი კადრები მთელს მსოფლიოში. ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდ გარე ძალას წარმოადგენს – მდგრადობა. გარემოზე ნულოვანი ზემოქმედებისთვის და იმისათვის რომ ყველა ჩვენი ფინანსური გადაწყვეტილება ითვალისწინებდეს კლიმატის ცვლილებებს, ჩვენ  შევუერთდით გლაზგოს ფინანსურ ალიანსს. მე ძალიან ვამაყობ, რომ ხელი მოვაწერე ამ ვალდებულებას ჩვენი ქსელის სახელით“.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები დამაიმედებელია, მაკროეკონომიკური მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება სავაჭრო პირობების, მიწოდების ჯაჭვისა და პანდემიით გამოწვეული რისკების გამო. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ გრანთ თორნთონმა დაამტკიცა თავისი მდგრადობა და ჩვენ მყარად ვპასუხობთ ბაზრის შესაძლებლობებს და ჩვენ პროფესიაში ცვლილების მზარდ მოთხოვნებს.“

* მუდმივი კურსის პირობები გულისხმობს გაცვლითი კურსის ცვლილების უგულებელყოფას და იგივე კურსის შენარჩუნებას 2021 წლის ბოლოსთვის, რაც დაფიქსირდა 2020 წლის ბოლოს შეფასებისას. ეს უზრუნველყოფს ეკონომიკური რეალობის უფრო ზუსტ მონაცემებს თითოეულ ბაზარზე, სადაც ჩვენი კომპანიები ფუნქციონირებენ. თუ არ არის მითითებული, ციფრები მოცემულია მუდმივი კურსის პირობების გათვალისწინებით.

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 58,000-მდე თანამშრომელი, 138-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.