2024 წლის 8 ოქტომბერს საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ და პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანა ჩხეიძემ.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მხარეები მხარს დაუჭერენ ერთმანეთის საქმიანობას და განახორციელებენ ერთობლივ აქტივობებს საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების განვითარების მიზნით.
ამ მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მხარს დაუჭერენ ერთმანეთის საქმიანობას და განახორციელებენ ერთობლივ აქტივობებს საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების განვითარების მიზნით. მხარეები ასევე ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივი ღონისძიებების, ნეთვორქინგ შეხვედრებს, სემინარებს და ვორქშოპებს, გამართავენ ერთობლივ საჯარო ლექციებს, კონფერენციებს და ა.შ. თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდება ბაზრისა და დარგის ერთობლივი კვლევები;
– „გრანთ თორნთონი საერთაშორისო ქსელში ქმედითი ნაბიჯები იდგმება აღნიშნული რესურსის ეფექტურად გამოსაყენებლად და ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში საქართველოში, ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა არის ამის გარანტი“- პაატა შურღაია, გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი.
გრანთ თორნთონის შესახებ
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 73,000 თანამშრომელი, 150 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის შესახებ
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებისა და ენთუზიასტების არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა.
GAIA-ს მისიაა დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარება საზოგადოებისა და ბიზნესის მიერ AI-ის საუკეთესოდ გამოყენების ხელშეწყობით. ასოციაცია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ განათლების გავრცელებაზე და მხარს უჭერს აკადემიურ და საჯარო სექტორებს AI ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში და ბიზნეს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას აღნიშნული მიმართულებით.
მთავარი მიზანი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა. GAIA არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ტიპის პროექტებსა და დაინტერესებულ მხარეებს.
ასოციაციის წევრები არიან მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის წამყვანი პროფესიონალები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ხელოვნური ინტელექტითა და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები.
S