HSBC-ი ფოკუსირებას აზიის ქვეყნებზე აპირებს

HSBC-ი ფოკუსირებას აზიის ქვეყნებზე აპირებს

HSBC-ი ფოკუსირებას აზიის ქვეყნებზე აპირებს და ამ რეგიონში დაახლოებით $6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.

აღნიშნული გეგმების შესახებ ცნობილი ბანკის განახლებული სტრატეგიიდან გამომდინარე გახდა. კორონავიურსმა HSBC-ის შემოსავლები 2020 წელს 34%-ით შეამცირა. ბრიტანული მულტინაციონალური ბანკის შემოსავლების დიდი ნაწილი აზიის ქვეყნებზე მოდის, ამიტომაც ამ რეგიონისგან ბანკს უფრო მეტის მოგების მოლოდინი აქვს.

„სტრატეგიის ამ რეგიონისკენ მიმართვა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის უმსხვილესი კონტრიბუტორია, ალბათ მისასალმებელი და ხელსაყრელი იქნება ბაზრებისთვის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ბრიუს პენგმა.

ცნობისთვის, HSBC-ის 150 ფილიალი ჰქონდა აშშ-ში, თუმცა გასულ წელს დაახლოებით 80 ფილიალი დახურა. გარდა ამისა, მულტინაციონალური ბანკის გეგმებში ხარჯების შემცირების მიზნით 35 000 სამუშაო ადგილის გაუქმებაც შედის.

აღსანიშნავია, რომ HSBC 1865 წელს ჰონკონგისა და შანხაის საბანკო კორპორაციად ჩამოყალიბდა, თუმცა სათავო ოფისი  ლონდონში 1993 წელს გადაიტანა.