Huawei-ს თავის App Store-ში Google-ის აპლიკაციების ჩასმა სურს

Huawei-ს თავის App Store-ში Google-ის აპლიკაციების ჩასმა სურს

Huawei იმედოვნებს, რომ თავის app store-ში Google-ის აპლიკაციები და სერვისები ხელმისაწვდომი გახდება. შეგახსენებთ, Google-ს Huawei-სთან თანამშრომლობა მას შემდეგ აეკრძალა, რაც აშშ-მა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ე.წ შავ სიაში ჩასვა. შედეგად  Huawei-სთვის Google-მა ანდროიდის მობილური ოპერაციული სისტემის ლიცენზირება შეწყვიტა.

Huawei-ის ორი სმარტფონი Mate 30 და P40-ი Google-ის ლიცენზირებული Google apps-ის გარეშე გამოვიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისეთი სერვისები, როგორიცაა Gmail-ი ან Google Maps-ი Huawei-ის სმარტფონში არ იყო წინასწარ დაინსტალირებული. ეს Huawei-ისთვის ჩინეთში დიდს არაფერს წყვეტს, ვინაიდან ამ აპლიკაციებს ჩინეთში არ იყენებენ, თუმცა, Huawei-ის საერთაშორისო მომხმარებლებზე ეს სერიოზულ გავლენას ახდენს. შედეგად აშშ-ის მიერ ე.წ შავ სიაში შეყვანამ Huawei 10 მლრდ დოლარით დააზარალა.

თუმცა, მიუხედავად შავ სიაში შესვლისა, Huawei-მ განაცხადა, რომ მას მაინც სურს Google-ის და მისი ყველა სერვისის თავის სმარტფონებში გამოყენება. მაგრამ ამ საკითხის მომავალი ჯერ გაურკვეველია.

Google-ში კი ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *