მარტში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.7 პროცენტით გაძვირდა

მარტში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.7 პროცენტით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით მარტში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.1% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.1-ით გაძვირდა.

მარტში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 9.6%, ხილი და ყურძენი – 8.9%, ზეთი და ცხიმი – 2.6%, პური და პურპროდუქტები – 1.7%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი (13.4%-ით) გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4%-ით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ხილი 30%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 19%-ით,  ხორცი და ხორცის პროდუქტები 15%-ით,  ბოსტნეული და ბაღჩეული 12.5%-ით.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები: 

     

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.