Hut 8ის აქციები კანადის საფონდო ბირჟაზე განთავსდა

Hut 8ის აქციები კანადის საფონდო ბირჟაზე განთავსდა

Hut 8 კრიპტოვალუტების მაინინგისა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის კომპანიაა, რომელიც Bitfury Group-თან თანამშრომლობით შეიქმნა. კომპანიამ TSX Venture Exchange-ზე ვაჭრობა მარტში დაიწყო და პირველი ტრანზაქცია უკვე დაასრულა.

მხარეებმა თანხმობა TSXV-სგან 22 თებერვალს მიიღეს. ამ დროისთვის კომპანიას ჯამში 82,380,000  საერთო აქცია ჰქონდა გამოშვებული და 1,374,000  აქციის შესყიდვის გარანტიას ფლობდა.  აქციების 43.17%-ს Bitfury ფლობს.

Hut 8-მ და Bitfury ჯგუფმა თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყეს. The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.

Hut 8 ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილი დატაცენტრის ოპერატორი კომპანია იქნება. კერძოდ, კომპანიები  ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილ ბიტკოინ მაინინგის დატაცენტრს ქმნიან. მონაცემთა ცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას და საოპერაციო მომსახურებას ექსკლუზიურად Bitfury შესთავაზებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *