სამხრეთკორეული ავტომწარმოებლები, Hyundai და Kia მიმდინარე წელს საერთო ჯამში 7.52 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავენ, რაც 10%-ით მეტია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით და რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
უფრო კონკრეტულად, Hyundai წელს 4 მილიონ 320 ათასი ერთეულის ავტომობილის წარმოებას გეგმავს, Kia კი – 3 მილიონ 200 ათასის.
2022 წელს კორეულმა კომპანიებმა 6.85 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოება შეძლეს, რაც 4%-ით ნაკლები იყო სამიზნე მაჩვენებელზე. გასულ წელს დაფიქსირებული არასახარბიელო შედეგები პირდაპირ კავშირში იყო აზიის მასშტაბით დაწესებულ კოვიდრეგულაციებთან და ნახევარგამტარების დეფიციტთან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Hyndai-სა და Kia-ს ზრდის ყველაზე მკვეთრი დინამიკა აქვთ, მათ მიერ წარმოებული ავტომობილები სულ უფრო მეტად აქტიურად იკავებენ საშუალო და დაბალფასიანი ბაზრის წილს.
ზემოხსენებული ამბის გავრცელების შემდეგ, Kia-ს აქციების ღირებულება 1.5%-ით გაიზარდა; Hyundai-ს კაპიტალიზაციამ კი 1.3%-ით მოიმატა.