საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.7%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 5.6 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.1%-ით), ხოლო იმპორტი 14 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 16.3%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 8.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია.