იანვარ-თებერვალში ექსპორტი 12.2%-ით, იმპორტი კი 2%-ით შემცირდა

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 12.2%-ით, იმპორტი კი 2%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია.

ექსპორტი 803.2 მლნ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 12.2%-ით), ხოლო იმპორტი 2.1 მლნ აშშ დოლარი (შემცირდა 2%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4%-ია.

წყარო: საქსტატი

ცნობისთვის, გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. ექსპორტი 6.1 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 9.1%-ით), ხოლო იმპორტი – 15.4 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 14%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 9.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4%-ია.