იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.7 პროცენტით გაძვირდა

იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.7 პროცენტით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, იანვარში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.4%-ით გაძვირდა.

დეკემბერთან შედარებით, იანვარში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის (2.3%-ით) და ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს (1.8%-ით) გაძვირებამ განაპირობა. ბოსტნეული 8.6%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 6.1%-ით, ზეთი 4.2%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები (11.3%-ით) გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 11.2%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.5%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.3%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებელი