იანვარში საქართველოს ეკონომიკა 3.5 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 3.5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარში ზრდა 4.4% იყო.

წინასწარი ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.