იანვარში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 5 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 5 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის იანვარში 2018 წლის იანვართან შედარებით 5.6 მლნ დოლარით (5%-ით) გაიზარდა. იანვარში სულ 115.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც იანვრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს იანვარში საქართველოში 115.7 მლნ და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.

იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 495 ათასი დოლარით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, ყირგიზეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 3.3 მილიონი ლარით (11%-ით) შემცირდა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

slide38

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *