იაპონიაში შექმნეს მატარებელი, რომელიც მიწისძვრის დროს უსაფრთხოდ გადაადგილდება

იაპონიაში შექმნეს მატარებელი, რომელიც მიწისძვრის დროს უსაფრთხოდ გადაადგილდება

იაპონიაში ახალი ულტრათანამედროვე მატარებელი შექმნეს რომელიც არამხოლოდ უფრო სწრაფად და უფრო რბილად მოძრაობს, არამედ ის მიწისძვრის დროს მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ახალმა მატარებელმა 1 ივლისიდან უკვე დაიწყო სარკინიგზო რეისების შესრულება. ის ტოკაიდო-შინკანსენის ხაზზე მოძრაობს, რომელიც ტოკიოს სადგურს შინ-ოსაკას სადგურთან აკავშირებს.

მატარებელს საათში 360 კმ-ს სიჩქარის განვითარება შეუძლია. საოპერაციო სიჩქარე კი საათში 285 კმ-ია. ახალი მატარებელი გარეგნულად არ განსხვავდება მისი სხვა იაპონური წინამორბედებისგან – N700 და N700A მოდელებისგან.

თუმცა, გამორჩეულია მისი ინტერიერი, რომელიც მგზავრებს უფრო მეტ კომფორტს უქმნის. გადასაწევი სავარძლები და სპეციალური განათება უზრუნველყოფს ისეთ ატმოსფეროს, რაც მგზავრებს მშვიდად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.