იაპონური HINO-ს კომერციული ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელი “თეგეტა თრაქ & ბას“ გახდა

იაპონური HINO-ს კომერციული ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელი “თეგეტა თრაქ & ბას“  გახდა

“თეგეტა თრაქ & ბასი“ საქართველოში ჰინო HINOს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. HINO, TOYOTA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 40 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე. HINO-ს კომერციული ავტომობილები იწარმოება იაპონიაში, იმ ქარხანაში რომელშიც Toyota-ს ისეთი მოდელები, როგორებიცაა Prado და FJ Cruiser იწარმოება.

“მოხარული ვართ, რომ “თეგეტა თრაქ & ბასი“ კიდევ ერთ მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ბრენდთან იწყებს თანამშრომლობას. HINO-ს კომერციული ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს სადისტრიბუციო კომპანიებში. ჰინოს ავტომობილები გამოირჩევიან გამძლეობით და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევენ მნიშვნელოვნად დაზოგონ ხარჯები,“ – აცხადებენ “თეგეტა თრაქ & ბასში“.

“თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გაყიდვების შემდგომ მომსახურების გუნდი მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებულია და სწრაფ მომსახურებას უზრუნველყოფს, როგორც სერვისის ასევე სათადარიგო ნაწილების კუთხით.

პირველ ეტაპზე “თეგეტა თრაქ & ბასი“ კომპანიებს HINO 300-ის სერიის მოდელს შესთავაზებს. ეს მოდელი დიდი ტვირთამწეობით გამოირჩევა და გაძლიერებული შასი აქვს. ავტომობილი სპეციალურად რთულ პირობებში საექსპლუატაციოდაა შექმნილი. HINO 300-ის მზიდი ჩარჩო ანტიკოროზიული მასალითაა დამუშავებული.

HINO-ს კომერციული ავტომობილები მძლავრი ძრავით გამოირჩევიან. ავტომობილის სრული დატვირთვის შემთხვევაში და რთულ რელიეფურ პირობებში ძრავის დატვირთვა შეუმჩნეველია და ავტომობილი შეუფერხებლად გადაადგილდება.  

“თეგეტა თრაქ & ბასი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც  სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციის და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში ოპერირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *