საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხვას იწყებენ, რათა შეისწავლონ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც კორონავირუსის პანდემიამ კერძო სექტორი დააყენა.
კერძოდ, გამოკითხვის შედეგად ICC დაWHO შეაგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს ბიზნესი გამოწვევებს მსოფლიოს მასშტაბით და რა გამოსავლის გზებზე მუშაობენ ისინი.
“გამჭვირვალე უკუკავშირის უზრუნველყოფით, კერძო სექტორს შეეძლება მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელება და უპასუხოს პანდემიის გამოწვევებს გლობალური ეკონომიკისთვის. ICC და WHO მოუწოდებენ ბიზნეს ლიდერებს, როგორც ნდობით აღჭურვილ ხმას ადგილობრივ საზოგადოებებში, გაგვიზიაროს უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს პანდემიას მათ ყოველდღიურ ოპერირებაზე, მიწოდების ქსელებსა და დასაქმებულებზე “, – განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა ჯონ დენტონმა.
თავის მხრივ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ გამოკითხვა მისცემს ყველას შესაძლებლობას გაიგონ თუ როგორ პასუხობენ გამოწვევებს ბიზნესები:
“ეს დაგვეხმარება საუკეთესო პრაქტიკების რუკა გავაკეთოთ და უკეთ გავიგოთ რაზე უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ადგილობრივმა ჯანდაცვის უწყებებმა აქცენტი. შეგროვებული ინფორმაცია კი დაგვეხმარება შევიმუშაოთ ეფექტური რეაგირების ნაბიჯები, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და მინიმუმამდე შევამციროთ ეკონომიკური დანაკარგები“.
ICC-WHO გამოკითხვის შევსება აქ არის შესაძლებელი და მის შევსებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება.