ICT-ის ინდექსში საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა

ICT-ის ინდექსში საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა

ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირმა (ITU) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ყოველწლიური ინდექსი (ICT) გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში  74-ე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 1 საფეხურით გაუარესდა.  

რეიტინგი ჯამში 11 კრიტერიუმისგან დგება. საქართველოს სარეიტინგო ქულა კი 10-დან 5,79-ია. გასულ წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 5.59 იყო. 

2017 წლის რეიტინგი ჯამში მსოფლიოს 179 ქვეყნის მონაცემს აერთიანებს. 

კვლევის მიხედვით, საქართველოში კომპიუტერი შინამეურნეობების 52,5%-ს აქვს, ინტერნეტზე წვდომა კი 49,7%-ს.  

ფართოზოლოვანი მობილური მომსახურებების აბონენტების მაჩვენებელი 100-დან 57.69-ს შეადგენს.  

ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება კი კვლევის მიხედვით 100 მოსახლიდან  15,8-ს აქვს.  

უნარ-ჩვევების კრიტერიუმში საქართველოს 100-დან 7,4 ქულა აქვს.  

რეიტინგის პირველ ათეულს შემდეგი ქვეყნები იკავებენ: 

  • ისლანდია – 8,98 ქულა
  • კორეის რესპუბლიკა – 8,85 ქულა
  • შვეიცარია – 8,74 ქულა
  • დანია – 8,71 ქულა
  • გაერთიანებული სამეფო – 8,66 ქულა
  • ჩინეთი – 8,61 ქულა
  • ნიდერლანდები – 8,49 ქულა
  • ნორვეგია – 8,47 ქულა
  • ლუქსემბურგი – 8,47 ქულა
  • იაპონია – 8,43 ქულა

საქართველო რეიტინგში დსთ-ს ქვეყნების ჯგუფშია მოქცეული, სადაც მას მეექვსე ადგილი უკავია. ჯგუფში პირველ ადგილზე ბელორუსია (საერთო სიაში ქვეყანა 32-ე ადგილზეა), მეორე ადგილზეა რუსეთი (საერთო რეიტინგში 45-ე ადგილი); მესამეზე ყახაზეთია (საერთო რეიტინგში 52-ე ადგილი), მეოთხე პოზიციაზეა მოლდოვა (საერთო სიაში 59-ე), ხოლო მეხუთე ადგილს კი აზერბაიჯანი იკავებს (საერთო რეიტინგში 65-ე). საქართველოს ჩამორჩება სომხეთი, რომელიც საერთო რეიტინგში 75-ე ადგილზეა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *