IFC: საქართველოში დაფინანსებაზე წვდომა ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელია

IFC: საქართველოში დაფინანსებაზე წვდომა ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, ბანკების მიერ დაკრედიტება მცირე ზომისაა და ფინანსებზე წვდომა ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა, – წერს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

IFC აღნიშნავს, რომ ეს საფრთხეს უქმნის საწარმოებს, რომლებსაც საქართველოს მზარდ ეკონომიკაში მონაწილეობის მიღება სურთ. ამასთან IFC აღნიშნავს, რომ მიუხედავად უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობისა, ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე წვდომა ერთ-ერთი გამოწვევაა.

IFC პირველი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევრობონდების შეძენის სურვილი გამოთქვა და მისი 30%-ის მფლობელი გახდა. IFC-ის ინვესტიცია 103.3 ($45 მლნ) ლარი იქნება.

ამით IFC მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრძელვადიანი დაფინანსების მოპოვების საშუალების გაჩენას ელოდება ადგილობრივ ვალუტაში. მაგალითად საფინანსო კორპორაციას ბათუმში გახსნილი ერთ-ერთი სასტუმრო მოჰყავს, რომლის მფლობელმაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოყოფილი 500 000 დოლარიანი სესხი საქართველოს ბანკისგან 2011 წელს აიღო.

“მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და სამუშაო ადგილების გენერატორია, საკმაოდ დიდია სხვაობა დაბალბიუჯეტური სასტუმროების მიწოდებასა და მოთხოვნას შორის”, – აღნიშნავს IFC და წერს, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა 2010 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 6 მილიონს მიაღწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *