მას შემდეგ, რაც Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ილონ მასკმა შესაძლოა მნიშვენლოვანი დივიდენდი მიიღოს.
უკანასკნელი მონაცმემებით, Tesla-ს თითო აქციის ღირებულებამ 555.10 აშშ დოლარი შეადგინა და ელექტრო მანქანების წარმოების საბაზრო კაპიტალიზაციამ 100.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნინშული ღირებულებით კომპანია მცირედით ჩამორჩება Volkswagen-ს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 100.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი იმ შემთხვევაში მიიღებს დივიდენდს, თუ Tesla-ს საბაზრო ღირებულება 100 მილიარდი აშშ დოლარის ზემოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, კერძოდ, 1 თვიდან – 6 თვემდე. დივიდენდის რაოდენობა კი 346 მილიონ აშშ დოლარი იქნება.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება 32 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.