IMF: 2022 წელს უკრაინის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 86.2%-მდე გაიზრდება

IMF: 2022 წელს უკრაინის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 86.2%-მდე გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, 2022 წელს უკრაინის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 86.2%-მდე გაიზრდება. საინტერესოა, რომ 2021 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ის 61%-დან 49%-მდე შემცირდა.

IMF-ის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდისა და მშპ-ის შემცირების პარალელურად, საგარეო ვალის ზრდა გრძელვადიან პერიოდშიც გარდაუვალია: 2023 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საგარეო ვალის მშპ-ის 78%-იან ნიშნულს, 2024 წელს – მშპ-ის 78.7%-იან ნიშნულს, 2025 წელს – მშპ-ის 82.9%-იან ნიშნულს, 2026 წელს – მშპ-ის 88.7%-იან ნიშნულს, ხოლო 2027 წელს – მშპ-ის 92.3%-იან ნიშნულს ვარაუდობს.

რაც შეეხება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს, IMF-ის ვარაუდით, 2022 წელს ის მშპ-ის 17.8%-მდე გაიზრდება, რაც საგრძნობლად აღემატება 2021 წლის მშპ-ის 4%-იან ნიშნულს. ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაშიც გარდაუვალია: 2023 წელს, ის მშპ-ის 13.1%, 2024 წელს – მშპ-ის 11.9%, 2025-2026 წლებში – მშპ-ის 10.9%-10.8%, ხოლო 2027 წელს – მშპ-ის 9.3% იქნება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის ვარაუდი შეამცირა – ინსტიტუტის აზრით, 2022 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.6%-ით გაიზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *