რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

დონბასზე იერიშის გაძლიერებისა და ფინეთისა და შვედეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის პარალელურად, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Sarmat-ი გამოცადა – იარაღის გაშვება პლესეცკის სახელმწიფო კოსმოდრომიდან მოხდა, რომელიც არხანგელსკის ოლქში, ფინეთთან ახლოს მდებარეობს, – სამხედრო ცდების ვიდეო ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

საკონტინენტთაშორისო რაკეტის სატესტო გაშვებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა: „ეს უნიკალური იარაღი ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალს გაზრდის და გარეშე საფრთხეებისაგან რუსეთის სათანადოდ დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო იმათ, ვისაც აგრესიული სამხედრო რიტორიკის ფონზე ჩვენი ქვეყნის დაშინება სურთ – ხელმეორედ დააფიქრებს“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვლადიმირ პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღეში ალაპარაკდა – ამასთანავე, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ომში სხვა ქვეყნების ჩართვას „ამ დრომდე არნახული შედეგი“ მოჰყვებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *