IMF გარანტირებულ შესყიდვაზე გამონაკლისს მხოლოდ ნამახვანისა და კორომხეთის ჰესებზე უშვებს

IMF გარანტირებულ შესყიდვაზე გამონაკლისს მხოლოდ ნამახვანისა და კორომხეთის ჰესებზე უშვებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებში გამონაკლისს ნამახვან ჰესების კასკადისა და კორომხეთი ჰესის პროექტებისთვის დასაშვებად მიიჩნევს.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA) სახელმწიფოს ფისკალურ რისკებს შორის დაასახელა. IMF-ის რეკომენდაციით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინიცირებისგან, სანამ არ მოწესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.

G&T-ის ინფორმაციით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდის ენერგო დეფიციტის გათვალისწინებით, IMF-მა დაუშვა მოლაპარაკების ეტაპზე მყოფი არაუმეტეს 500 მგვტ. ჯამური სიმძლავრის პროექტებისთვის ხელშეკრულებების გაფორმება, მხოლოდ იმ პირობით, რომ გარანტირებული შესყიდვის პერიოდი წელიწადში 8 თვეს, ხოლო ერთი კვტ.სთ.- ის შესასყიდი ფასი 6.0 აშშ ცენტს არ აღემატება.

გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ ორი პროექტისთვის, ნამახვან ჰესების კასკადი და კორომხეთი ჰესი, ფისკალური რისკების დეტალური ანალიზისა და შეფასების პირობით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *